„ამაზონის აუზი“​ - ეფრემოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო კომპლექსური დავალება და მათი შექმნილი ტროპიკული ტყეების მოდელი
14-12-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის კომპლექსური დავალებები მეტად საინტერესო და სახალისოა და დაკისრებულ მოვალეობას დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. 

ახლახან, გეოგრაფიის მასწავლებლის - ჰასმიკ ანტონოსიანის ხელმძღვანელობით, მე-7 კლასში საინტერესო და შემეცნებითი კომპლექსური დავალების პრეზენტაცია გაიმართა. დავალების თემა იყო - „ამაზონის აუზი“. 

მის მიზანს კი მოსწავლეებში სამხრეთ ამერიკის ბუნებრივი ტერიტორიებისა და რესურსების შესახებ ცოდნის ამაღლება წარმოადგენდა. 

მოსწავლეებმა შექმნეს მდინარე ამაზონის ტროპიკული ტყეების მოდელი, სადაც წარმოადგინეს ამ რეგიონის დამახასიათებლები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203