„როგორ დავიცვათ ბავშვთა უფლებები ციფრულ სამყაროში​“ -თბილისის N132 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო კვირეული ჩატარდა 
14-12-2023

თბილისის N132 საჯარო სკოლაში კიბერბულინგის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, კვირეული ჩატარდა.

საგანმანათლებლო კვირეულში მონაწილეობდნენ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.   

სამოქალაქო განათლების მასწავლებლებმა - სალომე ნებიერიძემ, ლანა ჩადუნელმა და ინგა ამირჯანოვამ მოსწავლეებს ჩაუტარეს  მინი ლექციები  თემაზე: „როგორ დავიცვათ ბავშვთა უფლებები ციფრულ სამყაროში“. ბავშვებს მიაწოდეს ინფორმაცია გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიშიდან მსოფლიოში ბავშვთა მდგომარეობის შესახებ, აღნიშნეს, რომ ​რომ გაეროს ბავშვთა ფონდი:

  •  ხაზს უსვამს ციფრული ტექნოლოგიების, კერძოდ კი ინტერნეტის უპირობო და უმნიშვნელოვანეს  გავლენას კაცობრიობაზე, კერძოდ კი ბავშვებზე​;
  • ანგარიშის მიხედვით, ინტერნეტი გავლენას ახდენს ბავშვთა ცხოვრების უკლებლივ ყველა ასპექტზე, იქნება ეს განათლება, ფიზიკური განვითარება, ფსიქოემოციური ზრდა, ქცევა, დამოკიდებულებები, ფასეულობათა სისტემის ჩამოყალიბება თუ სხვა.

მოსწავლეები მონაწილეობდნენ დისკუსიაში და აღნიშნავდნენ, რომ ბავშვთა ჩართულობას ციფრულ სამყაროში დადებით მხარეებიც აქვს,  რომ ეს არის საუკეთესო თვითგამოხატვის საშუალება და სასარგებლო შემოქმედებითი უნარების განვითარებისთვის, ასევე აღნიშნეს სოციალური კომუნიკაციის (ინფორმაციის, ფოტოების, აუდიო- და ვიდეოფაილების გაზიარება)​ მნიშვნელობა, შემეცნებითი და საგანმანათლებლო კუთხით განვითარების ხელშეწყობა: საგანმანათლებლო პროექტები, ონლაინ სწავლა-სწავლება და სხვა​.

მოსწავლეებმა, ასევე, ისაუბრეს იმ ძირითად საფრთხეებზე, რომლებიც კიბერბულინგსა და ღირსებისშემლახველი მასალების გამოქვეყნებას უკავშირდება და განიხილეს მისი მახასიათებლები, როგორებიცაა:

  • მუქარის შემცველი მესიჯები​;
  • იდენტობის მითვისება​;
  • შანტაჟი​;
  •  შეურაცხყოფა​;
  • დამცირება;
  • პირადი ცხოვრების, მათ შორის ინტიმური მასალის გავრცელება​.
 ასევე, მოეწყო:
  • 7 ვიდეორგოლის ჩვენება;
  • დისკუსია ნანახი ვიდეორგოლების შემდეგ;
  • კითხვა-პასუხის რეჟიმი აღნიშნულ თემაზე;
  • მოსწავლეთა პრეზენტაცია;
  • ნახატების გამოფენა.

მოსწავლეებმა ასევე, განიხილეს სხვა ქვეყნების დამოკიდებულება და გამოცდილება კიბერბულინგისადმი და აღნიშნეს, რომ უცხოეთში არის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა და ნულოვანი შემწყნარებლობა კიბერდანაშაულის მიმართ. რაც მთავარია იმსჯელეს კვირეულისა და დასკვნითი შეხვედრის მთავარი გამოწვევაზე - როგორ დავიცვათ ბავშვთა უსაფრთხოება და უფლებები ციფრულ სამყაროში. ისინი აღნიშნავდნენ, რომ თანაბრად უნდა იყოს ჩართული ამ პროცესებში სკოლა, მშობელი, სახელმწიფო, თუ კერძო ინსტიტუციები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203