მომავალი გამომგონებლები ბათუმის N8 საჯარო სკოლიდან
14-12-2023

ბათუმის N8 საჯარო სკოლის IV კლასში მომავალი გამომგონებლები იზრდებიან.

სწავლას მოწყურებულმა მოსწავლეება ახლახანს შეისწავლეს თემა - „ჭკვიანი მანქანა“- რობოტი. ბავშვები გაეცნენ რობოტის აგებულებას, გაიგეს, რომ არსებობს სხვადასხვა დანიშნულების რობოტები.

„ჭკვიანი მანქანებს“ ძალიან სახიფათო დავალებების შესრულებაც კი შეუძლიათ. ტრანსფორმერ რობოტს შეუძლია საკუთარი თავი თვითონ ააგოს და თვითონვე გაანადგუროს.

თემის დაგვირგვინება, მშობელთა ჩართულობით, რობოტების შექმნა იყო.

„დავალება საინტერესო, სახალისო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. ბავშვები იმედოვნებენ, მათი შექმნილი მანქანები ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონება იქნება, რომლის დახმარებითაც სამყაროს შეცვლიან“, - აღნიშნავს კლასის დამრიგებელი მარეხი ჩხაიძე

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203