„ინდიელების საჩუქარი ევროპელებს“ - ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში საინტერესო ღია გაკვეთილი ჩატარდა
14-12-2023
ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ და აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს ცოდნისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, მრავალფეროვან საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.

ამჯერად, ქართულ ენასა და ლიტერატურაში საინტერესო ღია გაკვეთილი ჩატარდა, რომლის თემა - „ინდიელების საჩუქარი ევროპელებს“ გახლდათ.

მოსწავლეებმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, რომლებიც ერთმანეთს გაუზიარეს. მათ ასევე კულტურათა შორის განსხვავებებსა და მსგავსებებზე ისაუბრეს.

მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს საჭირო ცოდნა და გამოცდილება მიიღეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203