პტენის საჯარო სკოლაში, მაგიდის ჩოგბურთში შიდასასკოლო შეჯიბრი გაიმართა 
14-12-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მოსწავლეებში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამ მიზნით, სკოლაში არაერთი სპორტული ღონისძიება იმართება.

ამჯერად, სკოლაში, შიდასასკოლო შეჯიბრი მაგიდის ჩოგბურთში ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

ბავშვებმა შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს და შესაძლებლობები წარმოაჩიენს.

ეს დღე მოსწავლეთათვის საინტერესო და ნაყოფიერი იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი კონკურსები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203