„გადასახადების აკრეფის სისტემა საქართველოში“  - ბეჟანოს საჯარო სკოლაში მათემატიკის გაკვეთილზე საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა
14-12-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, IX კლასში, მათემატიკის პედაგოგ სუსანა ქციანის ხელმძღვანელობით, პრეზენტაცია თემაზე- „გადასახადების აკრეფის სისტემა საქართველოში“ გაიმართა. 

მოსწავლეებმა აღნიშნულ თემაზე პროექტი შექმნეს, მოძიებული მასალის გამოყენებით კი შემდგომ პრეზენტაცია წარადიგნეს.

მეცხრეკლასელებმა ინტერნეტში შესაბამისი ინფორმაციები მოიძიეს, გაეცნენ სოფელში სავაჭრო ობიექტების, პურის საცხობის, ავტოსამრეცხაოს გადასახადების სისტემას შემდგომ კი მოძიებული მასალა ჯგუფურად გაანალიზეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროექტზე მუშაობა და მიღწეული შედეგის საფუძველზე განხორციელებული პრეზენტაცია მეტად საინტერესო, შინაარსიანი და ურთიერთთანამშრომლობითი ხასიათის იყო. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრეზენტაციები და პროექტები მოსწავლეთა ცოდნასა და მოტივაციას ამაღლებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203