
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის კლუბი „We can speak English fluently“ აქტიურად ფუნქციონირებს, რომელშიც საბაზო საფეხურის მოსწავლეები დიდი მონდომებით არიან ჩართულნი. მისი წევრები სხვადასხვა სახის აქტივობასა და შეხვედრას ხშირად ატარებენ.
ამჯერად, კლუბის ფარგლებში, შეხვედრა თემაზე: „Halloween“ შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრაზე მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს. ისაუბრეს დღესასწაულის წარმოშობისა და ტრადიციების შესახებ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა იმსჯელეს და სიღრმისეულად განიხილეს Halloween-ის აღნიშვნის სახეცვლილება დასაბამიდან დღემდე. მათ აზრი გამოთქვეს დღესასწაულის დადებით და უარყოფით მხარეებზე.
„კლუბის, რომლის ხელმძღვანელი სალომე საგანელიძე გახლავთ, მთავარი მიზანია მოსწავლეებში მეტყველებისთვის დამახასიათებელი კომპლექსების დაძლევა, რაც ხელს შეუწყობს ისაუბრონ გამართულად და შეუფერხებლად“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: