
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურობით გამოირჩევიან და პედაგოგთა ხელმძღვანელობით მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებასა და არაფორმალური განათლების პროექტში.
მათ შორისაა, მინაძის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრი ლიზი ბარძიმაძე, რომელიც საინტერესო ნამუშევრით გამოფენას - „მოსწავლეთა თვითმმართველობა კიბერძალადობის წინააღმდეგ“ შეუერთდა.
4 დეკემბერს, ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივით ქალაქსი ჩატარდა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი გლობალური აქტივიზმის ფარგლებში კვირეული. სწორედ ამ კვირეულის ფარგლებში მოეწყო გამოფენა, სადაც მოსწავლემ შემომედებითი ხედვა წარმატებით წარმოაჩინა.
იხილეთ ფოტოები: