„არქიტექტურის მრავალსახეობა“ - წნორის N1 სკოლის მოსწავლეებმა, სასწავლო პროექტის ფარგლებში, შენობა-ნაგებობების მოდელები შექმნეს
14-12-2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის პროექტებით სწავლება მეტად საინტერესო და სახალისოა, მიდგომა მოსწავლეებს თანამედროვე ცხოვრებაში საჭირო უნარ-ჩვევებს სძენს, შესაბამისად პედაგოგები მათ მრავალფეროვნებით ანებივრებენ.
ახლახან, მე-6 კლასებში ჩატარდა პროექტი თემაზე - „არქიტექტურის მრავალსახეობა“. პროექტს ხელმძღვანელობდა ხელოვნების მასწავლებელი მაია აბულაშვილი.
მოსწავლეებმა ისაუბრეს მსოფლიოს ღირსშესანიშნავ არქიტექტურულ შენობებზე. ბავშვებმა წარმოადგინეს სხვადასხვა შენობის მაკეტები, დაამზადეს არა მხოლოდ ღირსშესანიშნავი ნაგებობების, არამედ ხიდების, პარკების, სკვერების, საცხოვრებელი სახლების მოდელები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექცია და მასწავლებლები.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს