
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებს გარდა საგნობრივი დისციპლინებისა, საკუთარი და სხვისი უფლებების დაცვასა და პატივისცემას ასწავლიან.
საქობოს საჯარო სკოლაში ისტორიის მასწავლებლის ინიციატივითა და მეცხრე-მეათე კლასების ჩართულობით ჩატარდა შემეცნებითი ხასიათის ღონისძიება თემაზე - „ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია“.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების დონის ამაღლება.
მოსწავლეებმა ადამიანის უფლებების თემაზე საინტერესო და მრავლისმომცველი პრეზენტაციები წარმოადგინეს, ისაუბრეს, თუ როგორ მივიდა კაცობრიობა ადამიანის უფლებების აღიარებამდე და რომელმა საკვანძო ისტორიულმა მოვლენებმა განაპირობა მათი წარმოშობა.
აღნიშნეს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვაზე ზრუნვა უნდა იყოს ჩვენი შინაგანი მრწამსის მთავარი ორიენტირი, ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის ქვაკუთხედი, რის გარეშეც სრულიად წარმოუდგენელია დემოკრატიული, თავისუფალი, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს აშენება და მომავალი განვითარება.
იხილეთ ფოტოები: