„გავიუმჯობესოთ კითხვა, წაკითხულის გააზრება, შევიყვაროთ კლასგარეშე ლიტერატურა“ - შავღელეს საჯარო სკოლის მე-8 კლასელთა მიზანი და საინტერესო ინიციატივა 
14-12-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა შეარჩიეს და ჩამოაყალიბეს ინიციატივა საინტერესო მიმართულებით.

მოსწავლეებმა შერჩეული ინიციატივის განსახორციელებლად დაგეგმეს სკოლის საჭიროებაზე მორგებული საგანმანათლებლო პროექტი. ჯგუფში - „მე მიყვარს კითხვა“ განსაზღვრეს პროექტის შესასრულებელი გზები, დასახეს მიზანი - „გავიუმჯობესოთ კითხვა,  ვისწავლოთ წაკითხულის გააზრება, შევიყვაროთ კლასგარეშე ლიტერატურა“.

მოსწავლეებმა ბუკლეტების სახით მოსაწვევები დაამზადეს და სასკოლო საზოგადოებაში პროექტის შესახებ ინფომაცია გაავრცელეს. 

მიიწვიეს მოხალისე მოსწავლე-მასწავლებლები, რომელთაც წაიკითხეს მათი საყვარელი პოეტის ბიოგრაფია, ლექსი, აფორიზმები. მოსწავლეებმა ასევე წაიკითხეს საკუთარი ლექსები და ჩანაწერები.

როგორც სკოლის წარმომადგენელი შორენა დავითაძე გვეუბნება, პროექტი, რომელიც მერვე კლასის ინიციატივით იყო წარდგენილი საინტერესო სახალისო და მრავალფეროვან გარემოში წარიმართა.

„მოსწავლეებმა დაისახეს მიზნად მსგავსი პროექტი სხვადასხვა აქტივობებით სემესტრში ორჯერ განხორციელდეს.

„პროექტს მონიტორინგს უწევდა სამოქალაქო განათლების მასწავლებელი მედეა გათენაძე. მე, ნინა, გოგა, მირანდა, მაგდა, კახა, დათო. მადლობა, პროექტის მონაწილე და დამსწრე საზოგადოებას“,- გვეუბნება შორენა დავითაძე.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203