ცინარეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო პროექტის ფარგლებში, ცინარეთის ციხის ისტორიულ მნიშვნელობას დეტალურად გაეცნენ
14-12-2023
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ისტორიასა და ტრადიციებს საინტერესო პროექტის დახმარებით ეცნობიან.
მე-10 კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების პროექტის ფარგლებში იმუშავეს თემაზე - „ცინარეთის ციხე“. მოსწავლეებმა ადგილზე დაათვალიერეს საფორტიფიკაციო ნაგებობა და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ უჩამბის ხეობის ციხის ისტორიულ მნიშვნელობაში.
მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი ცინარეთის ციხეს ჰქონდეს მისასვლელი გზა, რათა ტურისტმა შეძლონ ციხის სრულად დათვალიერება.
„კიდევ უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო ციხის მოვლა-შენარჩუნებისათვის“,- აღნიშნეს მოსწავლეებმა.
პროექტის ხელმძღვანელი მასწავლებელი გულნაზ ზოსიძე გახლავთ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს