
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის სახელის ღირსეულად წარმოჩენისთვის დირექტორ ლამარა კოხრეიძეს „ეტალონის“ დიპლომი მიენიჭა.
ლამარა კოხრეიძე სასკოლო საზოგადოების განვითარებაზე, მოსწავლე-მასწავლებელთა მოტივაციასა და მათი მიღწევების წარმოჩენაზე აქტიურად ზრუნავს.
სწორედ, სასკოლო აქტივობა-სიახლეეების, სკოლის, მოსწავლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის თანამოაზრე სკოლის დირექტორს საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა etaloni.ge-მ სპეციალური დიპლომი გადასცა.