„ვმოძრაობთ და ვსწავლობთ“ - ყვარლის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებს ქართული ენის გაკვეთილი დანიური მეთოდით ჩაუტარდათ 
14-12-2023

ყვარლის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლების თანამედროვე მეთოდებს მიმართავენ, რაც მოსწავლეთა ცოდნის ხარისხსა და სასწავლო მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

მათ შორის აღსანიშნავია, დანიური მეთოდით ჩატარებული გაკვეთილი ღია სივრცეში - „ვმოძრაობთ და ვსწავლობთ“, რომელსაც პედაგოგი ქეთევან ოჩინსკი ხელმძღვანელობდა. 

პირველ კლასში ქართული ენის გაკვეთილზე აქტივობა - „ვიპოვოთ დაკარგული მარცვლები“ განხორციელდა. გაკვეთილის თემა გახლდათ ასო-ბგერა - „ფ“. 

მოსწავლეები დიდი ინტერესითა და ხალისით შეუდგნენ დაკარგული მარცვლების პოვნას. იპოვნეს და სწორად ააწყვეს სიტყვები, სიტყვებისაგან კი წინადადებები.

უყოჩაღესმა პირველკლასელებმა დავალებას სამაგალითოდ გაართვეს თავი და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

„სულ მადლიერი ვიქნები საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ-ის) თანამედროვე მეთოდების სწავლა-სწავლების ხელშეწყობისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203