
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება აქტიურად და წარმატებით მიმდინარეობს.
„კომპლექსური დავალება არის შემოქმედებითი პროდუქტი, რომლის შექმნა-პრეზენტაციითაც მოსწავლე საკუთარ ცოდნას ადასტურებს იმ საგნობრივ საკითხებთან და სამიზნე ცნებებთან მიმართებით, რომლებსაც საგნობრივი საკითხი უკავშირდება“,- გვეუბნებიან სკოლაში, სადაც მოსწავლე-მასწავლებლები აღნიშნულ დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან.
ახლახანს, საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე მე-6 კლასის მოსწავლეებმა რუსულ ენის გაკვეთილისთვის, პედაგოგ ლია აპოიანის ხელმძღვანელობით, იმუშავეს. კომპლექსური დავალების თემა იყო - „ჩემი ოჯახის გენეალოგიური ხე“.
მოსწავლეებმა დავალებას სამაგალითოდ გაართვეს თავი მათი ოჯახების გენეალოგიური ხე შექმნეს და მასწავლებლის წინაშე საინტერესო პრეზენტაციებით წარდგნენ.
იხილეთ ვიდეო: