ბებნისის საჯარო სკოლის პატარა მეწარმეები და საახალწლოდ შექმნილი დეკორატიული სანთლები
13-12-2023

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლაში საახალწლო სამზადისია. 

სკოლის პატარა მეწარმეები, სამოქალაქო განათლების პროგრამით მიმდინარე პროექტის - „სამეწარმეო კულტურის განვითარება სკოლაში“ ფარგლებში, საახალწლოდ დეკორაციებს ქმნიან. 

სანთლის ხელნაკეთი დეკორაციები - შთამბეჭდავი სანახავია. ახალგაზრდა მეწარმეებს არაერთი გულშემატკივარი, მათ ნახელავს კი შეძენის მსურველი ჰყავს. 

მოსწავლეთა ნამუშევრები მრავალფეროვნებით გამოირჩევა, 

„ჩვენ ვირჩევთ მეწარმეობას“- აღნიშნავენ მოსწავლეები, რომლებიც სახალისო საქმიანობით ძვირფას გამოცდილებას არაერთ საჭირო უნარს იძენენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203