
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია, ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, მანდაეთის საჯარო სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალურ-შემეცნებითი შეჯიბრი I-II კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ პირველი კლასის დამრიგებელი: ფატი ბიწაძე და მეორე კლასის ხელმძღვანელი ნათია გოგოლაძე. ერთმანეთს ეჯიბრებოდა I გუნდი - „ნაპერწკალი“ და II გუნდი - „სხივი“;
გუნდებმა უპასუხეს სხვადასხვა საგნიდან საინტერესო შეკითხვებს და შეეჯიბრნენ ერთმანეთს მხიარულ აქტივობებში.
ღონისძიება სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, მოსწავლეებისთვის სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: