ბათუმის N8 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეების განწყობასა და მათთვის სახალისო, საინტერესო და თბილი სასწავლო გარემოს შექმნაზე განსაკუთრებით ზრუნავენ.
მათ შორისაა პედაგოგი ინეზა თვალოძე, რომელმაც სადამრიგებლო, Iგ კლასის მოსწავლეებს საახალწლოდ მორთული საკლასო ოთახი დაახვედრა და ისინი შთაბეჭდილებებით აავსო.
დაუვიწყარი წინასაახალწლო ჟრიამულია პირველ კლასში, მოსწავლეებმა ამაღლებული განწყობით ბევრი იმხიარულეს, ბოლოს კი, სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
საზეიმო განწყობით, დადებითი ემოციებით, ღიმილიანია სახეებითა და ჯადოსნური ამბების მოლოდინში, პატარები ახალ წელს მოუთმენლად ელიან.