თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეები ხის საწარმოს ესტუმრნენ
14-12-2023

თბილისის N103 საჯარო სკოლაში ხშირად მიმართავენ ექსკურსიებსა და გასვლით ღონისძიებებს, რადგან ასეთი ტიპის აქტივობები მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და სახალისოა და მაღალი ჩართულობით გამოირჩევა. 

ახლახან, სკოლის პირველკლასელები, ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით და მშობლების მხარდაჭერით, ხის საწარმო „კოდალას“ ესტუმრნენ, სადაც უკვე  წინასაახალწლო განწყობა იგრძნობოდა.

ბავშვებმა საკუთარი ხელით მოხატეს ხისგან შექმნილი ნაძვები და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

ბოლოს ბავშვები სერტიფიკატებითა საახალწლო აქსესუარებით დასაჩუქრდნენ. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, შემეცნებით - შემოქმედებითი გასვლითი აქტივობები მნიშვნელოვანია მოსწავლეთა აკადემიური, სოციალური  და პიროვნული განვითარებისთვის.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203