
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლაში უკვე ტრადიციად ქცეული პოეზიის საღამო მოეწყო.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ამჯერად, ღონისძიებაში საბაზო და საშუალო კლასების მოსწავლეთა ერთობლივი ჩართვა გახდა საწინდარი გაეცოცხლებინათ მე-19 საუკუნის „სალონური ცხოვრება“. პოეზიის სურნელით და ლამაზი მუსიკალური ჰანგებით გაჯერებული საღამო შემეცნებითი და გასართობი ხასიათის იყო.
მოსწავლეებმა ქართველ რომანტიკოსთა ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
ღონისძიება სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - მაია ავეტისიანის ხელმძღვანელობით, გამართა.
„მადლობა, სრულიად სასკოლო საზოგადოებას ამ ლამაზი საღამოსთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: