
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.
ახლახან, VII-IX- კლასებში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა - დამწერლობის შესახებ.
მოსწავლეებმა, პრეზენტაციის შემდეგ, ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები, შეხედულებები თუ რა იცოდნენ და რა გაიგეს ქართული დამწერლობის შესახებ.
სასწავლო პროცესს პედაგოგი ნინო წალდაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებითა და სასწავლო რესურსით ანებივრებს.
იხილეთ ფოტოები: