
წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ.
ინგლისური ენის პედაგოგმა - ნინო კალანდიამ საკლასო აუდიტორია კოსტიუმირებულ სანახაობად გადააქცია.
„ყველა ვთანხმდებით, რომ უცხოური ენის შესწავლა საკმაოდ ხანგრძლივი და არცთუ იოლი პროცესია. სწავლების დროს მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივირება. კვლევების თანახმად, დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის უცხოური ენის შესწავლის საუკეთესო მოტივაცია კლასში სახალისო ატმოსფეროს შექმნაა“,- აღნიშნავს პედაგოგი და მოსწავლეებს მრავალფეროვნებით ანებივრებს.
სწორედ ასეთი სახალისო ატმოსფერო სუფევდა მე-4ა და ბ კლასებში. მოსწავლეებმა, პროექტის ფარგლებში შექმნილი ხელნაკეთი წიგნები ორიგინალურად, საყვარელი ზღაპრის პერსონაჟების კოსტიუმებით წარადგინეს.
იხილეთ ფოტოები: