
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლაში ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება ორი საგნის - ქართული ენა და ლიტერატურის და რუსული ენის ინტეგრირებით ჩატარდა და პოეტთა მეფეს მიეძღვნა.
გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის საღამოში მონაწილეობდნენ VI-VII კლასის მოსწავლეები.
მოსწავლეებმა დიდი პოეტის ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, გალაკტიონის ცხოვრებაზე ისაუბრეს და მის შემოქმედებას ხოტბა შეასხეს.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ პედაგოგები - თამარ ნანავა და მარინა ჭანტურია. პოეზიის საღამო მუსიკალურად გააფორმა მანანა ხასაიამ.
აღსანიშნავია, რომ ლიის თემის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობის განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: