თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის დირექტორმა - გიული ზაქაიძემ სამეურვეო საბჭოს წლიური ანგარიში წარუდგინა
13-12-2023

თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ და პედკოლექტივმა დირექტორის - გიული ზაქაიძის წლიური ანგარიში მოისმინა.

 8 დეკემბერს, გამართულ სხდომაზე, მათ 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის 1-ელ დეკემბრამდე განხორციელებული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გიული ზაქაიძემ სამეურვეო საბჭოს წევრებს შეახსენა, რომ სკოლის დირექტორი ვალდებულია ყოველი წლის 10 დეკემბრამდე სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს ფინანსური და სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ ანგარიში.

სხდომაზე დირექტორმა კონკრეტულად ისაუბრა ყველა იმ აქტივობაზე, რომელიც სასწავლო პროცესის მიმართულებით აღნიშნულ პერიოდში განხორციელდა. მან ყურადღება გაამახვილა სკოლის მიღწევებზე, გამოწვევებსა და იმ საქმიანობაზე, რაც გაკეთდა გამოწვევების დასაძლევად.

ფინანსური საქმიანობის შესახებ ანგარიშში სკოლის ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას ასევე გააცნო ეტაპობრივად განხორციელებული ყველა ფინანსური საქმიანობა.

„მან განმარტა, რომ 2023 წელს სკოლის შემოსავლები მიღებულია და გადარიცხვითი ოპერაციები განხორციელებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და აღნიშნა, რომ 2023 წლის ბიუჯეტი მაქსიმალურად პასუხობდა სკოლის მოთხოვნილებებს“, - გვეუბნებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203