ლიის თემის N1 საჯარო სკოლაში VII კლასის მოსწავლის - მარიამ გოგოხიას პერსონალური გამოფენა მოეწყო
14-12-2023

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ამ მიმართულებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არაერთი ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

ახლახან, სკოლაში VII კლასის მოსწავლის - მარიამ გოგოხიას პერსონალური გამოფენა მოეწყო. 

სკოლაში მოსწავლის მრავალფეროვანი ნახატები გამოიფინა. მეშვიდეკლასელი ინდივიდუალური მხატვრული ხედვით გამოირჩევა და ხატვა უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. მარიამის ნამუშევრებმა დამთვალიერებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. 

ღონისძიების ხელმძღვანელი და  მარიამ გოგოხიას ხელოვნების მასწავლებელი ირმა სამუშია გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203