ლიის თემის N1 სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალური თამაშის მუნიციპალურ ტურში მე-2 ადგილი დაიკავეს
14-12-2023

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურად არიან ჩართულნი, ამაში კი ლომის წილი პედაგოგებს მიუძღვით, რომლებიც მოსწავლეებს სხვადასხვა კონკურსებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობას სთავაზობენ. შესაბამისად მოსწავლეებიც მოტივაციით გამოირჩევიან და წარმატებაც სახეზეა. 

მე-5 კლასის მოსწავლეებმა ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“ მუნიციპალურ ტურში, პირველ ასაკობრივ ჯგუფში, მე-2 საპრიზო ადგილი დაიკავეს. 

პროექტში მოსწავლეთა ჩართულობა და აქტიურობა უზურნველჰყო ლიკა ქარდავამ, მე-5 კლასის დამრიგებელი კი დარეჯან ქარდავა გახლავთ. 

სკოლაში მოსწავლეებს მიღწეულ შედეგს ულოცავენ და შემდგომ წარმატებას უსურვებენ. 

„კიდევ მრავალი წარმატება მიგველოცოს ჩვენი პატარებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203