
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა.
სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი „მგოსნები“, რომლის წევრებიც გარემოსდაცვით საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი და სხვებსაც ბუნების დაცვისკენ მოუწოდებენ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ორი თვის მანძლზე მათ სახელზე არაერთი დადებითად შეფასებული აქტივობაა.
სკოლაში მადლობას უხდიან აქტიურ გუნდს და უსურვებენ ასეთივე წარმატებით გააგრძელონ საქმიანობა.
იხილეთ ფოტოები: