
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა კონკურსსა და ოლიმპიადებში და წარმატებასაც აღწევენ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურში სკოლის მოსწავლეებმა კარგი შედეგები აჩვენეს და წარმატებით გადავიდნენ მეორე ტურში. ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადის შემდეგ ეტაპში მიიღებენ მონაწილებას მოსწავლეები - თეკლა კეშელავა (მე-11 კლასის მოსწავლე), მარი გობაძე (მე-10 კლასი) თამარ ჯინჭარაძე (მე-10 კლასი). აღსანიშნავია, რომ თამარ ჯინჭარაძემ ასევე ქიმიისა და გეოგრაფიის საგნობრივ ოლიმპიადებში იასპარეზა წარმატებით და მეორე ტურში გადავიდა.
სკოლაში მოსწავლეებს შემდეგ ეტაპზე წარმატებას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ ქვენობნის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მიღწევებს ყოველთვის მხარს უჭერენ და მათ სასწავლო მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ.