ლიის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოზე აქტიურად ზრუნავენ
13-12-2023

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვითი საქმიანობით გამოირჩევიან. მათი ეკოცნობიერების ამაღლებაზე კი პედაგოგები ზრუნავენ, რომლებიც მოწაფეებს ამ მიმართულებით არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ. 

ახლახან, პროექტის - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, სკოლის კლუბის წევრებმა - შორენა კვირკვიამ, ნუნუ შონიამ, ნათია მეგრელიძემ, ლიკა ქარდავამ და მოსწავლეებმა, მოხალისეებთან ერთად, დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია.

მოსწავლეები აქტივობაში ხალისით ჩაერთნენ და საზოგადოებას ბუნების დაცვისკენ მოუწოდეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203