
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობა ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავდა ბუნებრივი რესურსების დაზოგვასა და წიგნებით სკოლის ბიბლიოთეკის გამდიდრებას.
„გავამდიდროთ ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკა! შევაგროვოთ მაკულატურა და გადავცვალოთ წიგნებში“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აქტივობა, რომლის თემაც იყო - „მე მკითხველი ვარ“ საინტერესო და მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებაზე იყო ორიენტირებული.
გაკვეთილზე მოსწავლეებმა ასევე სათაურით - „დავიცვათ ბუნება“ პლაკატი შექმნეს. მათ ისაუბრეს, თუ როგორი მნიშვნელოვანია ბუნების მოფრთხილება და მისი რესურსების სწორად გამოყენება.
აქტივობაში ისინი დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა ცნობიერების დონის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: