ჟდანოვის საჯარო სკოლის მოსწავლეთა კომპლექსური დავალების საინტერესო და შემეცნებითი პრეზენტაცია 
13-12-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟდანოვის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული.

ამჯერად, სკოლაში კომპლექსური დავალების - „თბილისის სახელმწიფი უნივერსიტეტი“ პრეზენტაცია გაიმართა. 

მე-11 კლასის მოსწავლეებმა რუსული ენის მასწავლებლის - ლამარა მარიკიანის ხელმძღვანელობით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და აქტივობები შეასრულეს.

ბავშვებმა უნივერსიტეტის დაარსების შესახებ ისაუბრეს და მის შესახებ მოიძიებული ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს.

კომპლექსური დავალება, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ყველა მოსწავლემ წარმატებით შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203