
„არაფორმალური განათლება არ არის ოფიციალური სასწავლო პროგრამის ნაწილი. ის მიზნად ისახავს მოსწავლის უნარ-ჩვევების კომპეტენციების, ღირებულებების განვითარებას, რაც მათ უქმნის მოტივაციას იმოქმედონ და ისწავლონ საკუთარი ინტერესების მიხედვით. მოსწავლეებს განუვითარდებათ პრეზენტაციის მართვის უნარები, დებატებში მონაწილეობის უნარ-ჩვევები, გუნდურობა, თანამშრომლობა“, - აღნიშნავს ისტორიის პედაგოგი თინა ნაზრიშვილი, რომლის ხელმძღვანელობითაც, ყვარლის N2 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში, სწორედ ამ მიმართულებით, გაიმართა მოსწავლეთა კონფერენცია - „არაფორმალური განათლება ჩვენს სკოლაში“.
მოსწავლეებმა კონფერენციაზე წარადგინეს საინტერესო პროექტების პრეზენტაცია.
კონფერენციას ესწრებოდნენ კახეთის რეგიონის სამოქალაქო განათლების კოორდინატორები - ლიკა ყარაულაშვილი, ზეინაბ კაკალაშვილი, ყვარლის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ქეთევან ჭიპაშვილი. კონფერენციამ დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები: