ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლაში უკვე საახალწლო განწყობაა.
სკოლა საზეიმო დეკორაციებით მოირთო.
საახალწლო ნაძვის ხის მორთვის პროცესში ჩართული იყო მთელი სასკოლო საზოგადოება. ასევე, თავიანთი ხელნაკეთი სათამაშოებით ბავშვებმა გაალამაზეს საკლასო ოთახების კედლები და დერეფანი.
მოსწავლეები დიდი მონდომებით ემზადებიან საახალწლო ღონისძიებებისთვის.