ზედა განთიადის საჯარო სკოლაში საინტერესო საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა
13-12-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა.

მოსწავლეებისთვის იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსმა - დავით სიმონიამ და სხვა წარმომადგენლებმა საგანმანათლებლო შეხვედრა ჩაატარეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, თავისი პროფესიონალ გუნდთან ერთად, სკოლისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლის - ნინო დიასამიძის განხორციელებული პროექტის - „შშმ პირთა ინკლუზია“ ფარგლებში მიიწვიეს. 

პარალეგალებმა სკოლის მოსწავლეებს გააცნეს შემდეგი თემები: ბავშვის უფლებები, ბულინგის სახეები, ინკლუზიური განათლების მნიშვნელობა და ქალთა უფლებები. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, შეხვედრაზე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კვირეულთან დაკავშირებით,  განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თემაზე -  „ქალთა მიმართ ძალადობა".

მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. მათ დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები. 

„შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც ჩვენ მივიღეთ ამომწურავი, კომპეტენტური პასუხები ჩვენთვის საინტერესო კითხვებზე“,- აღნიშნავენ ბავშვები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203