
თბილისის N103 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს უნერგავენ და ამ მიმართულებით არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ.
12 დეკემბერს, სკოლის ისტორიის კლუბის - „ეპოქელების“ წევრები და კლუბის ხელმძღვანელი ირმა ღონღაძე, საქართველოს ისტორიის მასწავლებლების ასოციაციისა და მანანა შეყილაძის ინიციატივით სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და წიგნის მუზეუმში.
მოსწავლეებმა მოისმინეს ბიბლიოთეკის დაარსების ისტორია, დაათვალიერეს სამკითხველო დარბაზები, წიგნის საცავები, კატალოგები, დარეგისტრირდნენ და თავად გამოიწერეს წიგნები.
„დღე იყო მეტად საინტერესო და შემეცნებითი“,- გვეუბნებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: