„ქველმოქმედი ბავშვები“ თბილისის N103 საჯარო სკოლიდან
13-12-2023

თბილისის N103 სკოლაში მოსწავლეებს გარდა საგნობრივი დისციპლინებისა, კაცთმოყვარეობას, ქველმოქმედებას ასწავლიან და ღირსეულ მოქალაქეებად ზრდიან. 

ახლახან, XI კლასის მოსწავლეები პროექტის - „ქველმოქმედი ბავშვები“ (პროექტ. ხელ-ი: ნ.ბუღაძე )
ფარგლებში, ბავშვთა დღის ცენტრს - „ახალი ნაბიჯები“ ესტუმრნენ.

ბავშვებმა ბენეფიციარებს მიუტანეს ტკბილეული, ტანსაცმელი და სათამაშოები.

მოსწავლეებმა ბავშვებთან ერთად სახალისო აქტივობები მოაწყვეს, გაეცნენ მათ შემოქმედებას, ერთად იმღერეს და იცეკვეს. 

დღე ბავშვებისთვის მეტად დასამახსოვრებელი და ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203