
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლაში, მუსიკის კონსულტანტ-მასწავლებლის - მარინა სიხუაშვილის ორგანიზებითა და სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ჩატარდა სასკოლო ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს სკოლის დაარსების ისტორია, რომელშიც დიდი წვლილი მიუძღვის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. აღსანიშნავია, რომ 1882 წელს წინარეხის სკოლის პედაგოგ სალომე მაღალაშვილის მიწვევით ილია ჭავჭავაძე და იაკობ გოგებაშვილი სასწავლებელს ესტუმრნენ.
მოსწავლეებმა, იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით, წარმოადგინეს თოჯინების თეატრი, ასევე, შეასრულეს მუსიკალური ნომრები.
აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლისა და ადგილობრივი თემის წარმომადგენლები, ასევე მიწვეული სტუმრები: პროგრამის - „ასწავლე საქართველოსთვის“ მენეჯერი ლალი წიკლაური, კოორდინატორი თამთა ნაცვალაძე და ცენტრის მუსიკის ექსპერტ-კონსულტანტი რუსუდან თაყაიშვილი.
იხილეთ ფოტოები: