წინასაახალწლო სამზადისი ჭალადიდის საჯარო სკოლაში
12-12-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში საახალწლო სამზადისია. 

მე-8 კლასის მოსწავლეები, პედაგოგ შორენა მურუსიძის ხელმძღვანელობით საზეიმო აქტივობებში აქტიურად არიან ჩართულნი და საკლასო ოთახს საახალწლოდ რთავენ. 

მოსწავლეები საქმეს ჩვეული კრეატიულობით მიუდგნენ, გარდა იმისა, რომ მორთეს ნაძვის ხე, მოხატეს ფანჯრები და თემატურად შეამკეს კლასის დაფაც. 

აღსანიშნავია, რომ ჭალადიდის საჯარო სკოლაში გარდა იმისა, რომ ზრუნავენ მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციაზე, ასევე აქტიურად ცდილობენ ბავშვების გუნება-განწყობის ამაღლებასა და გახალისებას. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203