„მოდი, ერთად ვიხალისოთ...“ - ჭალადიდის საჯარო სკოლაში იუმორისტულ-მუსიკალური კომპოზიცია ჩატარდა
13-12-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შემეცნებითთან ერთად სახალისოა. მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობაზე პედაგოგები ზრუნავენ, რომლებიც ბავშვებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ. 

„მოდი, ერთად ვიხალისოთ...“ - ამ სახელწოდების იუმორისტულ-მუსიკალური კომპოზიცია ჩატარდა ახლახან მე-6 კლასში მოსწავლეთა განწყობის ამაღლებისთვის. 

აქტივობას მასწავლებელი ლალი ბანძელაძე ხელმძღვანელობდა. 

მეექვსეკლასელები სხვადასხვა სახალისო აქტივობაში ჩაერთნენ, გაითამაშეს სკეტჩები და იუმირისტული ნომრები და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ ჭალადიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციასა და გუნება-განწყობის ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203