
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისის საჯარო სკოლაში როგორც სასწავლო-შემეცნებითი, ისე საზეიმო-გასართობი ღონისძიებები აქტიურად იმართება. მოსწავლე-მასწავლებლები აღნიშნავენ მნიშვნელოვან თარიღებს.
სკოლაში, მე-5 კლასის მოსწავლეებთან, ქართულ და სომხურ ენებზე გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიებას პედაგოგი თამარა ვოსკანიანი ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა კლასში მრავალფეროვანი პროგრამა წარადგინეს - მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს.
მოსწავლეებმა ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: