ითხვისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მუხრან მაჭავარიანისა და პაოლო იაშვილის სახლ-მუზეუმებს ესტუმრნენ
12-12-2023

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები ხშირად მიმართავენ ექსკურსიას, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით ხასიათდება. 

22 ნოემბერს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ინიციატივით, მოეწყო საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ექსკურსია მუხრან მაჭავარიანისა და პაოლო იაშვილის სახლ-მუზეუმებში.

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით მოისმინეს ლექცია მუხრანისა და პაოლოს შესახებ, მუხრან მაჭავარიანის სახლ- მუზეუმის ეზოში წაიკითხეს ლექსები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს ლამაზი დღე დიდხანს დარჩება ბავშვების მეხსიერებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203