
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი გასვლითი აქტივობა მოეწყო.
24 ნოემბერს, მე-6, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები „ბარამბოს“ საწარმოს ესტუმრნენ. ექსკურსია ბიოლოგიის მასწავლებლის - მანანა ღუღუნიშვილის ინიციატივით მოეწყო.
მოსწავლეებმა, უსაფრთხოების წესების გაცნობის შემდეგ, ინტერესით დაათვალიერეს საწარმო, გაეცნენ შოკოლადის წარმოების პროცესს, ნანახით მოხიბლულები დაინტერესდნენ პროფესიებით, რომლებიც საჭიროა მათი საყვარელი ნუგბარის დასამზადებლად.
გამომშვიდობებისას დასაჩუქრდნენ ტკბილეულით, რამაც ძალიან გაახარა ბავშვები.
მოსწავლეები შთაბეჭდილებებით აღსავსენი და კმაყოფილნი დაბრუნდნენ შინ. ექსკურსია მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი და სახალისო აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: