
ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში, პროფესიული განათლების კუთხით, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა, სწორედ ამ მიზნით სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა ეწყობა.
ამჯერად, IIა კლასის მოსწავლეები დამრიგებლის, ლია ბარბაქაძის ხელმძღვანელობით, სოფელ საწირის საჯარო სკოლას ესტუმრნენ, სადაც ხორციელდება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ინიცირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები: თექაზე მუშაობა, კულინარია, მებაღეობა, ელექტროობა.
მოსწავლეები გაეცნენ თექაზე მუშაობის ტექნოლოგიას პედაგოგის - ქეთევან გოგინოვის ხელმძღვანელობით. მათ ჩაუტარდათ საინფორმაციო ლექცია თექის წარმოშობისა და დამუშავების შესახებ, დაათვალიერეს ადგილობრივი მოსწავლეების მიერ შექმნილი საოცარი ნამუშევრები, თავადაც დაამზადეს თექისაგან სასურველი საგნები და უკეთ გაეცნენ ქართული ხალხური ხელსაქმის საოჯახო ტრადიციებს.
მოსწავლეებმა გაიგეს, რომ თექა ქსოვილის შექმნის და დამუშავების ერთ-ერთი ყველაზე უძველესი მეთოდია და ქართული ხალხური შემოქმედების მემკვიდრეობას წარმოადგენს.
სკოლაში დიდი მადლობას უხდიან, მასპინძელ სკოლას საუკეთესო დახვედრისა და საინტერესო პრეზენტაციისთვის.
„დიდი მადლობა ტყიბულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის დირექტორს ბატონ ზვიად გაბრიჭიძეს და პედაგოგებს გულთბილი დახვედრისთვის, საინტერესო, ნაყოფიერი და შთაბეჭდილებებით დახუნძლული დღისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: