საფარლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე საინტერესო სასწავლო რესურსი შექმნეს
12-12-2023

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ საფარლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეებს პედაგოგები შემოქმედებითი უნარების განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებით დატვირთულ გაკვეთილებს სთავაზობენ.

V-VI კლასების მოსწავლეებთან წამყვანი პედაგოგი ქეთი გიორგაძე, ქართული ენის სწავლების მიმართულებით, საინტერესო და მხიარულ გაკვეთილებს ატარებს. ის ბავშვებთან სწავლების სხვადასხვა მეთოდს იყენებს და მათ მოტივაციას უმაღლებს.

თამაშით სწავლებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი ამჯერადაც, დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით.

გაკვეთილზე მოსწავლეებმა თავად შექმნეს პრეზენტაციისთვის პლაკატები და სასწავლო რესურსი - „7 ვაგონით გასეირნება“, „მზე დედაა ჩემი“. მოსწავლეებმა, როგორც სკოლაში გვიყვებიან, თავი ადვილად გაართვეს მასწავლებლის შეთავაზებულ დავალებას - „ზმნური ლოტო“.

აქტივობებში მათ შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203