დიოკნისის საჯარო სკოლის ფეხბურთელ გოგონათა გუნდმა მუნიციპალურ შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავა
12-12-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება.
ახლახან, სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს ფეხბურთის მუნიციპალურ შეჯიბრში. გოგონათა გუნდმა მუნიციპალიტეტის მასშტაბით პირველი ადგილი დაიკავა.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ. სკოლის დირექტორი რევაზ ძირკვაძე გოგონათა გუნდს გამარჯვებას ულოცავს და შემდგომ წარმატებას უსურვებს.
„მადლობა მოსწავლეებს ...მასწავლებელს და ყველა მონაწილეს... “- დასძენს დირექტორი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს