სიყვარულით, მერენიის საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან - მეხუთეკლასელებმა თოვლის ბაბუას წერილები მისწერეს
12-12-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლაში წინასაახალწლო სამზადისია. ბავშვები ახალ წელს დიდი ენთუზიაზმით ელოდებიან.

მოსწავლეთა განწყობის ასამაღლებლად და კლასში საზეიმო განწყობის შესაქმნელად პედაგოგები მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, მე-5 კლასის მოსწავლეებმა ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის - ლიზა ჯეირანიანის ხელმძღვანელობით, თოვლის ბაბუას წერილები მისწერეს.

მათ თოვლის ბაბუას სურვილები გაანდეს და წინა წლის საჩუქრებისთვისაც მადლობა გადაუხადეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეთა განწყობის ამაღლებაზე ყოველთვის ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203