თრიალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო კონკურსში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
12-12-2023

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ თრიალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა შემეცნებით თუ სასწავლო პროექტებში. 

ამჯერად, მოსწავლეები ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდნენ. 

აღსანიშნავია, რომ ფინალში გავიდნენ თრიალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები: სალომე მგელაძე,  ლიკა მეკეიძე და ინნა ვართანიანი.

11 დეკემბერს კი, უნივერსიტეტში ჩატარდა ფინალური შეხვედრა, სადაც მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაცია თავიანთ თემებთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ დიდი მოწონება დაიმსახურა თითოეულის გამოსვლამ.

მოსწავლეებს, წარმატებული მონაწილეობისთვის, გადაეცათ სერტიფიკატები, უნივერსიტეტის სამაჯური, გულსაბამი და წიგნი, სადაც შეტანილია ფინალში გასული მოსწავლეების თემები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ყველა მოსწავლეს ჰყავდა თავიანთი მასწავლებელი, რომლებსაც გამოუცხადეს მადლობა, გაწეული შრომისა და მხარდაჭერისთვის. 

ასევე, თრიალეთის საჯარო სკოლის დირექციამ მადლობა გამოუცხადა მასწავლებლებს: ნარგიზ ვაშაყმაძეს, მარინე ირემაძეს და ეკა ჭეხანს კონკურსში მონაწილე მოსწავლეების გვერდში დგომისათვის.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203