შაუმიანის N3 სკოლის მოსწავლეები უჯრედებს მიკროსკოპით დააკვირდნენ
12-12-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული. პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით, საინტერესო დავალებებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში კიდევ ერთი საინტერესო აქტივობა მოეწყო. მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმით შეასრულეს პრაქტიკული დავალება, რომელიც უჯრედის პრეპარატის მომზადებასა და მასზე მიკროსკოპით დაკვირვებას მოიცავდა.

ბავშვები დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ უჯრედებს, შემდგომ კი დასკვნებს აკეთებდნენ. პრაქტიკული დავალების მეშვეობით, მათ თეორიული ცოდნა წარმოაჩინეს და საჭირო გამოცდილება მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეებს სწავლის მოტივაციას უმაღლებს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203