შრომის საჯარო სკოლის საინტერესო ლიტერატურული ცხოვრება და შეხვედრა თანამდროვე მწერალთან
12-12-2023

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის ცხოვრებაში ლიტერატურულ სალონს დიდი ადგილი უკავია. სალონი აქტიური ჩართულობით, იმართება არაერთი ღონისძიება, მოსწავლეები კი ქართული ლიტერატურას სიღრმისეულად ეცნობიან და განიხილავენ. 

როგორც სკოლის დირექტორი რუსუდან ცეცხლაძე გვიყვება, სკოლის ლიტერატურული ცხოვრება გაახალისა, ემოციებითა და შთაბეჭდილებებით გაამდიდრა მწერალ დავით ქართველიშვილის სტუმრობამ. მან ისაუბრა საკუთარ შემოქმედებაზე, რომანის შექმნის ისტორიაზე, უცხო ენობრივ სივრცეში ტექსტზე მუშაობის საინტერესო პროცესზე, ზოგადად თანამედროვე რომანის მისეულ ხედვაზე, მკითხველის გემოვნებასა და შესაძლებლობებზე.

მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დასვეს კითხვები. შეხვედრა ჩატარდა თბილსა და პოზიტიურ გარემოში.

„სტუმრებმა დაათვალიერეს კულტურის სახლი და გაიხსენეს წარსული ისტორიული მემკვიდრეობიდან მრავლისმთქმელი ეპიზოდები. ღონისძიების ჩატარების ინიციატორები იყვნენ: ყოფილი „ივერიელი“ მარიამ ჩხაიძე და ჟურნალისტი თაკო შუკაკიძე. სალონთან ერთად 
აქტიურობდა კულტურის სახლიც (ხელმძღვანელი კ. კვაჭანტირაძე), დიდი მადლობა, ბატონო დავით, ამ ლამაზი და ბედნიერი დღისთვის!“, - ამბობს დირექტორი.

ეს დღე საინტერესო, დასამახსოვრებელი და ნაყოფიერი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203