
ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები ქუთაისის შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ესტუმრნენ.
ვიზიტს ბიოლოგიის პედაგოგი და კლასის დამრიგებელი დარეჯან კუჭუხიძე ხელმძღვანელობდა.
კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტები მოსწავლეებს „დნმ-ის თითების ანაბეჭდის“ მეთოდის შესახებ ესაუბრნენ, მათ ასევე დაათვალიერებინეს ქრომატომასპექტომეტრის აპარატი. მისი საშუალებით, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ხდება მავნე ნივთიერებების აღმოჩენა და ანალიზი.
„ეს საშიში ნივთიერებები უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. სურვილისამებრ კი დაქტილოსკოპიის აპარატით მატი იდენტიფიცირების საშუალება მოგვეცა“, - გვიყვებიან სკოლაში.
მოსწავლეეებმა აღნიშნულ დღეს საჭირო ცოდნა და გამოცდილება მიიღეს.
სკოლაში, შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტის ხელმძღვანელს და მათ გუნდის წევრებს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობას უხდიან.
მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები: